გაეროს განვითარების პროგრამა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აანონსებენ „ახალგაზრდა მემაცივრეების, კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სპეციალისტთა ასოციაციის“ დაარსებას და მოუწოდებენ ახალგაზრდებს, შეუერთდნენ აღნიშნულ ინიციატივას.
ასოციაციის დაარსებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება მიმდინარე წლის 5 ნოემბერს 12 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მისამართზე: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. # 68.
ასოციაციის დაარსების მიზანი:
ასოციაციაში გაწევრიანება:
ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია შესაბამისი განათლების მქონე ახალგაზრდას ან სტუდენტს, რომელიც სწავლობს ინჟინერიის მიმართულებაზე უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში.
ასოციაციაში გაწევრიანების მიზნით, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1R4_Er8ACnbj235-uZp_MqLj944I4Pby4ETMwfpikF6Q/edit
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: