ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ფოტოკონკურსი „პლასტმასი და გარემო – შენი ხედვა“

ფოტოკონკურსი „პლასტმასი და გარემო – შენი ხედვა“

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე – „პლასტმასი და გარემო – შენი ხედვა“.

კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პლასტმასის ზემოქმედებაზე გარემოსა და ადამიანის ცხოვრებაზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ხედვით ასახონ, როგორ მოქმედებს პლასტმასი ბუნებაზე, ყოველდღიურ გარემოსა და მომავალზე, ასევე წარმოაჩინონ პრობლემის გადაჭრის გზები.

მიზანი
პლასტიკის ნარჩენების პრობლემის ვიზუალიზაცია 
საზოგადოების ჩართულობის გაზრდა 
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის წახალისება 

თემატიკა
ნამუშევარი უნდა ასახავდეს ერთ-ერთ მიმართულებას:
პლასტიკის დაბინძურება ბუნებაში 
პლასტიკის გავლენა ადამიანზე 
ყოველდღიური პლასტმასის გამოყენება 
პლასტმასი და ალტერნატიული არჩევანი 
პოზიტიური მაგალითები (პლასტიკის შემცირება) 

მონაწილეები
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.


მონაწილეობის წესი
მონაწილეებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1iUCjr_kluGgRUMzVhePgNyWaU7zxoQzF11GmOO6mHyc/edit
ფოტო (მაქს. 10 MB) 
ფოტოს მოკლე აღწერა (რა გზავნილს ატარებს) 

შეფასების კრიტერიუმები
ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
თემასთან შესაბამისობა 
კრეატიულობა 
ემოციური გავლენა 
ტექნიკური ხარისხი 

პრიზები
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდებიან:
I ადგილი – 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი 
II ადგილი – 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი 
III ადგილი – 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა
5 მაისი

საჯარო განხილვების არქივი