ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და  საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გარემოსდაცვით საკითხებზე ლექცია-სემინარების ციკლი დაიწყო

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გარემოსდაცვით საკითხებზე ლექცია-სემინარების ციკლი დაიწყო

მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით, საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებისთვის გარემოსდაცვითი მიმართულების ლექცია-სემინარები ჩატარდება.

ინიციატივის მიზანია გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება და მონაწილეთათვის თანამედროვე გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ ცოდნის გაღრმავება. ლექცია-სემინარები დაეხმარება საპატრიარქოს კოლეჯის სტუდენტებ,  როგორც თეორიული ცოდნის მიღებაში, ისე მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში.

სასწავლო პროგრამა მოიცავს ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხებს, ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებსა და მის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობას, საქართველოს წითელ ნუსხასა და წითელ წიგნში შეტანილი სახეობების დაცვის აუცილებლობას.

საჯარო განხილვების არქივი