გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს განცხადებას დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დროის ცვლილების შესახებ.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/83
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
1. 2022 წლის 27 მაისს, 12:00 საათზე. მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდიმ ნეძის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
2. 2022 წლის 27 მაისს, 16:00 საათზე. მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ცაცხვის საბაზო სკოლა.