გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.
განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე:
შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22,74 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (ცხენისწყალი 1 ჰესის) მშენებლობა-ექსპლუატაცია
შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება წერილობით 2022 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.
ანგარიში და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/689
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 4 ოქტომბერს, 11:00 საათზე. მისამართი: ლენტეხის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.