ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

სს „ვინდ ფაუერის“ 210 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურისა და 220 კვ ქვესადგურის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი

შიდა ქართლი, ქარელი, სოფ. დირბი, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. დირბი, სოფ. ბრეთი, სოფ. რუისი, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარიანი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან გაუგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

სს „ვინდ ფაუერის“ 210 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურისა და 220 კვ ქვესადგურის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.

განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/787 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:

1. 2022 წლის 11  ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, მისამართი: ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დირბის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
2. 2022 წლის 11  ოქტომბერს, 14:00 სთ-ზე, მისამართი: ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ბრეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
3. 2022 წლის 12  ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე, მისამართი: ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
4. 2022 წლის 12  ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, მისამართი: გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარიანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.