გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობების სკოპინგის ანგარიშებს. დაგეგმილი საქმიანობების სკოპინგის ანგარიშებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან გაუგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
დაბა ჩხოროწყუში, სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/838
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება 2022 წლის 24 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, მისამართი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობა.