გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან გაუგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 118-126-ე კმ-ზე, არშა-სტეფანწმინდის შემოვლითი გზის საპროექტო მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.
განცხადება და დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1114
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:
1. 2022 წლის 15 დეკემბერს, 15:00 სთ-ზე, მისამართი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფ. არშას საჯარო სკოლის შენობა.
2. 2022 წლის 16 დეკემბერს, 13:00 სთ-ზე, მისამართი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა.