ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „აშენდი აგრო საქართველოს“ მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ასურეთში მეღორეობის ფერმის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

ქვემო ქართლი, თეთრიწყარო, სოფ. ახალი მარაბდა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. მარაბდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:

შპს „აშენდი აგრო საქართველოს“ მიერ  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ასურეთში მეღორეობის ფერმის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიში

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 7 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/de4df455-b348-41d3-b61c-8d23312aa6eb   

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება: 

2024 წლის 31 იანვარი, 15:00 საათი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. მარაბდის საჯარო სკოლის შენობა

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.