ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „ტერმინალ 1-ის“ მიერ ქ. ბათუმში 7 000 მ3 ტევადობის (130 000 მ3 წლიური ტვირთბრუნვით) ნავთობპროდუქტების საცავის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (წარმადობის გაზრდა და საზღვაო სატვირთო მისადგომის მშენებლობა-ექსპლუატაცია) პროექტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ბათუმი, ქ. ბათუმი, ქ. ბათუმი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

შპს „ტერმინალ 1-ის“ მიერ ქ. ბათუმში 7 000 მ3 ტევადობის (130 000 მ3 წლიური ტვირთბრუნვით) ნავთობპროდუქტების საცავის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (წარმადობის გაზრდა და საზღვაო სატვირთო მისადგომის მშენებლობა-ექსპლუატაცია) 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 16 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალი - https://ei.gov.ge/ka/info/e00071c0-2209-4e86-93b7-026a00a47eb2    

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდება:

2024 წლის 29 მარტს 11:00 საათზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის: ლ. ასათიანის ქ. N25) 

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საჯარო განხილვა გაუქმებულია !!!