ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

ქარ
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

ქვემო ქართლი, ბოლნისი, დაბა კაზრეთი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ/ეზოში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/441e2d78-67a7-4a0b-9e9f-b9fe43bf0f1f  

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:

  • 2024 წლის 12 ივლისს, 13:00 საათი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ/ეზოში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.