ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტში 110 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ,,ნახშირღელეს“ გაყვანისა და ექსპლუატაციის პროექტი

იმერეთი, თერჯოლა, სოფ. ჭოგნარი, სოფ. ჭოგნარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტში 110 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ,,ნახშირღელეს“ გაყვანისა და ექსპლუატაციის პროექტი 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/42f8f42e-0f73-49ee-9f06-1a3734a9f838

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:

2024 წლის 6 აგვისტო, 13:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ნახშირღელეს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
2024 წლის 6 აგვისტო, 16:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭოგნარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
2024 წლის 7 აგვისტო, 11:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. კვახჭირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა 

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.