ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში სს „რუსთავის აზოტის“ 110 კვ ძაბვის ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის პროექტი

ქვემო ქართლი, რუსთავი, ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. N20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების  ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში სს „რუსთავის აზოტის“ 110 კვ ძაბვის ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ,  წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/eb75216f-c728-4a37-bb74-22937ca520e7

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:

2024 წლის 14 აგვისტო, 12:00 საათი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალი სამგორის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა 

2024 წლის 14 აგვისტო, 15:00 საათი, ქ. რუსთავის მერიის შენობა (მის: კოსტავას ქ. N20) შენობა

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.