გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
ქ. ბათუმში, შპს „ტერმინალი 1“-ის 7 000 მ 3 ტევადობის (130 000 მ 3 წლიური ტვირთბრუნვით) ნავთობპროდუქტების საცავის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (წარმადობის გაზრდა და საზღვაო სატვირთო მისადგომის მშენებლობა-ექსპლუატაცია) პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/e00071c0-2209-4e86-93b7-026a00a47eb2
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
• 2024 წლის 29 აგვისტო, 15:00 საათი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის.: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქუჩა N25)
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.