გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ქ. ჭიათურაში არსებული სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი N29 ფაბრიკის (მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს) ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/37efb3af-fa90-4340-874b-47d91c74e7fa
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
• 2024 წლის 6 სექტემბერს, 14:00 საათზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის.: ქ. ჭიათურა, ნინოშვილის ქუჩა #7).
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.