ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

სს „ვინდ ფაუერის“ მიერ გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 206 მგვტ დადგმული სიმძლავრის ,,რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შიდა ქართლი, გორი, სოფ. შინდისი, ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

სს „ვინდ ფაუერის“ მიერ გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 206 მგვტ დადგმული სიმძლავრის ,,რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 11 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/e586b9d5-c401-495d-8611-bfbce62b9ddd

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:

2025 წლის 23 იანვარს, 12:00 საათზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ურბნისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
2025 წლის 23 იანვარს, 15:00 საათზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
2025 წლის 24 იანვარს, 12:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარიანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
2025 წლის 24 იანვარს, 15:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. შინდისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.