გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
შპს „იმერ-ენერჯი კაპიტალის“ მიერ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდ. ყვირილაზე, 81 000 მ 3 მოცულობის წყალსაცავის („ბოსლევი 1 ჰესის“) მშენებლობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 12 თებერვლის ჩათვლით ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე:eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/72ecc75a-c756-4a77-9181-d8ef92c9d6c3
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:
•2025 წლის 28 იანვარს, 12:30 საათზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. დილიკაურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
•2025 წლის 28 იანვარს, 16:00 საათზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ბოსლევის საჯარო სკოლის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.