ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

საჯარო განხილვები

  • გამოქვეყნების თარიღი
  • წერილობითი მოსაზრებები
  • საჯარო განხილვა

შპს „იმერ-ენერჯი კაპიტალის“ მიერ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდ. ყვირილაზე, 81 000 მ 3 მოცულობის წყალსაცავის („ბოსლევი 1 ჰესის“) მშენებლობა და ექსპლუატაცია

იმერეთი, ზესტაფონი, ქ. ზესტაფონი, სოფ. ბოსლევის საჯარო სკოლის შენობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:

შპს „იმერ-ენერჯი კაპიტალის“ მიერ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდ. ყვირილაზე, 81 000 მ 3 მოცულობის წყალსაცავის („ბოსლევი 1 ჰესის“) მშენებლობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 12 თებერვლის ჩათვლით ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე:eia@mepa.gov.ge 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/72ecc75a-c756-4a77-9181-d8ef92c9d6c3

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:

•2025 წლის 28 იანვარს, 12:30 საათზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. დილიკაურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში 
•2025 წლის 28 იანვარს, 16:00 საათზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ბოსლევის საჯარო სკოლის შენობაში

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.