გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
ქარელის და გორის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, 80 მვტ ქარის ელექტროსადგურის „გორი“, 35 კვ მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის და 220/35 კვ ქვესადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 21 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/1a8ed968-720f-49fc-92ef-1108f23995e9
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:
• 2025 წლის 17 მარტს, 12:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ტინისხდის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2025 წლის 17 მარტს, 14:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ოთარშენის საჯარო სკოლის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.