გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
შპს „ენ-სი ჯგუფი 2022’’-ის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვარზე ოსიაური ჰესის და 110 კვ ძაბვის ქვესადგურის მშენებლობა-ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნო ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული - https://ei.gov.ge/ka/info/8f6a9d19-b51a-4d09-bed8-c4c3c04d86a7
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:
• 2025 წლის 12 აგვისტოს, 11:00 საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ხცისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2025 წლის 12 აგვისტოს, 16:00 საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ხალების ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.