გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშს:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გაუგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/b3e4bbf2-3323-42e4-b4b7-851799173862
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება:
• 2024 წლის 30 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2024 წლის 30 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხუცუბნის საჯარო სკოლის შენობაში
• 2024 წლის 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბობოყვათის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2024 წლის 31 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში
• 2024 წლის 1 ნოემბერს, 12:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. საჩინოს საჯარო სკოლის შენობაში
• 2024 წლის 1 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1 საჯარო სკოლის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.