ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სტუდენტებისთვის ორწლიანი სასწავლო პროგრამა

სტუდენტებისთვის ორწლიანი სასწავლო პროგრამა

თუ ხარ სტუდენტი საბუნებისმეტყველო მეცნიერების ან გარემოს დაცვის მიმართულებით 

თუ გსურს პრაქტიკული ცოდნა მიიღო და შემდეგ დასაქმდე შენი პროფესიით

თუ შენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს: რადიოაქტიურ წყაროებთან მუშაობა, რადიონუკლიდებით დაბინძურებული საგნების დეტექტირება და დეკონტამინაცია, ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის საკითხები, რადიოაქტიური ნარჩენები, რადიაციული დაცვა და ბირთვული უსაფრთხოება, მაშინ ეს პროგრამა სწორედ შენთვისაა!

2021-2022 სასწავლო წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას სტუდენტებისთვის 2 წლიანი გადამზადების პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას საქართველოსა და უცხოეთში. სასწავლო კურსი სრულად ფინანსდება პროგრამის ფარგლებში. სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან აღნიშნულ პროგრამას დასაქმდებიან ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სისტემაში.

პროგრამაში მონაწილეობისთვის:

· უნდა იყო ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი (სწავლების სფერო: საბუნებისმეტყველო მეცნიერება, გარემოს დაცვა) 

·   სასურველია, ფლობდე ინგლისურ ენას

თუ აკმაყოფილებ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოგზავნე შენი CV მიმდინარე წლის 14 სექტემბრამდე (ელ. ფოსტის მისამართი: Info@eiec.gov.ge). 

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების წესით.  


საჯარო განხილვები