ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და თემის წარმომადგენლებისთვის GCF პროექტის ფარგლეში

სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და თემის წარმომადგენლებისთვის GCF პროექტის ფარგლეში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ“ პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და თემის წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას და ცნობიერების ამაღლებას.

კატასტროფის რისკის მართვისა და შემცირების ექსპერტებმა ირაკლი ქობულიამ და კახა ბახტაძემ ადგილობრივი მერიების, საკრებულოებისა და თემზე დაფუძნებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს საუკეთესო გამოცდილებები ფინანსური და სამართლებრივი რეგულაციების შესახებ და ერთად შეიმუშავეს რეკომენდაციები თემის მედეგობის გაძლიერებისათვის.

შეხვედრაზე დამსწრე პირებმა მოკლე მიმოხილვა გააკეთეს კატასტროფის მართვის კუთხით ადგილობრივ დონეზე არსებული მექანიზმებისა და მიდგომების. უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს პროცესში მათი აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობის მნიშვნელობას და ისაუბრეს თემის მედეგობის მიმართულებით არსებული გამოწვევების აღმოფხვრის შესაძლებლობებზე. 

პროგრამა თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), შვედეთის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის მიერ, ხოლო მის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

საჯარო განხილვები