თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერითა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება გრძელდება.
სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები თურქმა ესპერტებმა ჩაატარეს და ქართველ კოლეგებს თანამედროვე მიდგომები გააცნეს.
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ 2019-2020 წლები სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის წლებად გამოაცხადა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას წელსაც აქტიურად აგრძელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და TIKA-ს თანამშრმლობა გასულ წელს დაიწყო. 2019 წელს სამინისტროს 40 წარმომადგენელი გადამზადდა თურქეთსა და საქართველოში. მსოფლიოში გავრცელებული covid-19 პანდემიის გამო ტრენინგები ონალინ რეჟიმში მიმდინარეობს.