სექსუალური შევიწროების თემაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატმა სექსუალური შევიწროების თემაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარა.