ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში „ მწვანე კუთხე“ მოეწყო

სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში „ მწვანე კუთხე“ მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის იმ საჯარო სკოლას ესტუმრა, რომელსაც ცენტრის მიერ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის ფარგლებში “რჩეული სკოლის” ტიტული მიენიჭა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სკოლაში მოეწყო გარემოსდაცვითი ლიტერატურით უზრუნველყოფილი “მწვანე კუთხე”, სადაც მოსწავლეები და ეკო კლუბის წევრები შეძლებენ გამართონ შეხვედრები, დისკუსიები და გამოიყენონ ლიტერატურა გარემოსდაცვითი აქტივობებისთვის. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და სოფელ გალავნის საჯარო სკოლის ეკო კლუბს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რომლის მიზანია დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღოს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.

სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2015 წლიდან ტარდება CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

საჯარო განხილვები