გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვით საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს ატმოსფერული ჰაერის საკითხზე ესაუბრა.
ლექცია-სემინარი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად საკითხებს, დაბინძურებულ ჰაერთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებსა და სამომავლოდ თბილისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ქმედებების განხილვას დაეთმო.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით და მუდმივად აწყობს შეხვედრებს დაინტერესებულ საზოგადოებასთან.