გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ბორჯომის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრის ფარგლებში ცენტრის სტუმრებმა ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლისგან მოისმინეს ლექცია ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ, გაეცნენ ხანძრის შემდეგ ბორჯომში ტყის აღდგენის მიმართულებით განხორციელებულ თუ მიმდინარე ღონისძიებებსა და ბორჯომის ტყისთვის დამახასიათებელ პრობლემებს.
შეხვედრის მეორე ნაწილი გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობის შესახებ საუბარს დაეთმო.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს და დაინტერესებული საზოგადოებისთვის შეხვედრებს მომავალშიც გამართვას.