ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში „სათემო ლიდერთა ფორუმი 2019“ გაიმართა

თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში „სათემო ლიდერთა ფორუმი 2019“ გაიმართა

თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში „სათემო ლიდერთა ფორუმი 2019“ გაიმართა. ფორუმის მთავარ მიზანს სათემო ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია, ორგანიზაციებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება და სათემო ჯგუფებისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და განხილვა წარმოადგენდა.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსი ლაშა ლობჯანიძე დაესწრო, რომელმაც სოფლის განვითარების გამოწვევებისა და პერსპექტივებისადმი მიძღვნილ პანელში მიიღო მონაწილეობა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

სათემო ლიდერთა ფორუმში, რომელიც 2016 წლიდან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და ევორკავშირის დაფინანსებით ყოველწლიუარად იმართება, მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი სათემო ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები, კერძო კომპანიები, მედია ორგანიზაციები, ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები.

საჯარო განხილვები