ზუგდიდის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ზურმუხტის ქსელში შემავალი ტერიტორიების ‘სამეგრელო 2-ის’, ‘რაჭა-ლეჩხუმისა’ და ‘სვანეთი-რაჭის’ მართვის გეგმების შემუშავების საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება კონსერვაციის მაღალი ინტერესის მქონე ადგილების თაობაზე, სადაც ვხვდებით დაცულ სახეობებსა და ჰაბიტატებს.