სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დოკუმენტის - “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” წარდგენა დაინტერესუბულ მხარეებთან.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა მიმართა და ისაუბრა ეროვნულ და გლობალურ კონტექსტში განათლების როლზე მდგრადი განვითარების მისაღწევად.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა დოკუმენტი, ხოლო პროექტის ექსპერტმა თეა სიფრაშვილმა გააცნო მათ სტრატეგიის სამოქმედო გეგმა.
შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები დოკუმენტთან დაკავშირებით და შეთანხმდენ სამომავლო თანამშრომლობაზე.
დოკუმენტის “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა'' შემუშავებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.