გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მარნეულის N2-ე საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის მოსწავლეებისათვის ლექციები გამართეს. საზაფხულო სკოლა, რომელიც 2017 წლიდან რეგულარულად იმართება, ძირითადად ეთნიკური უმცირესობებითაა წარმოდგენილი. 2019 წელს სკოლა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გარემოსდაცვით პრობლემატიკასაც მიეძღვნა.
ცენტრის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული აქტივობების გამოყენებით სკოლის მოსწავლეებს ინფორმაციას აწვდიდნენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ზოგადი გარემოსდაცვითი პრობლემები, გაუდაბნოება და ნიადაგის დეგრადაცია, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ნარჩენების მართვა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა.
სეზონისა და მუნიციპალიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით სკოლის მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ ინტერაქციული ლექცია-სემინარი ქვეწარმავლების შესახებ. მათ ინფორმაცია მიიღეს ქვეწარმავლების მნიშვნელობაზე, მათთან მოქცევის წესებზე და გაეცნენ გველების საქართველოში გავრცელებულ სახეობებს. სკოლის მოსწავლეებს ასევე დაურიგდათ საინფორაციო ბროშურები, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ქვეწრმავლებთან ქცევის რეკომენდირებული და არარეკომენდირებული წესები.