გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით ბათუმსა და ოზურგეთში ტრენინგები დასრულდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომელთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისა და უკანონო ქმედებების დროულად და ეფექტიანად აღკვეთას.
ტრენინგები მოიცავდა როგორც საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ინფორმაციას, ასევე მონაწილეთა საქმიანობიდან გამომდინარე საჭირო პრაქტიკულ სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში სულ გადამზადდება 160 თანამშრომელი.
ტრენინგები განხორციელდა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.