გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის - ”დებატები: ეკოსისტემური სერვისები თუ ინფრასტრუქტურა” - მონაწილეებს საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში პროექტის მონაწილეები ბოტანიკურ ბაღის ისტორიას, მნიშვნელობასა და ბაღში წარმოდგენილ კოლექციებს გაეცნენ, მოისმინეს ლექციები მცენარეთა მორფოლოგიისა და მცენარეთა მავნებლების შესახებ. გაეცნენ ჰერბარიუმის დამზადების პროცესსა და მავნებელი მწერების ლაბორატორიული კვლევის მეთოდებს.
პროექტი - “დებატები: ეკოსისტემური სერვისები თუ ინფრასტრუქტურა” 22 მაისს ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით გაიმართა და მასში სააპლიკაციო ფორმაზე დაყრდნობით შერჩეული 12 მოსწავლე მონაწილეობდა.