არემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით ტრენინგები მიმდინარებს. ტრენინგი მიზნად ისახავს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომელთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისა და უკანონო ქმედებების დროულად და ეფექტიანად აღკვეთას.
ქალაქ გორში აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების პირველი განყოფილების თანამშრომლები გადამზადნენ. ტრენინგები დაგეგმილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში და მოიცავს როგორც საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ინფორმაციას, ასევე მონაწილეთა საქმიანობიდან გამომდინარე საჭირო პრაქტიკულ სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში სულ გადამზადდება 160 თანამშრომელი.
ტრენინგებს ახორციელებს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.