გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით მტკვრის დაცვის დღე აღინიშნა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში შეკრებილ თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა მიმართეს და მტკვრის, როგორც ტრანსასაზღვრო მდინარის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. შეხვედრის განმავლობაში საუბარი შეეხო ასევე მტკვრის მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას. მოსწავლეებს ლაბორატორიის დაათვალიერების და წყლის ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გაცნობის საშუალება მიეცათ.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.