ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა

სამინისტროს ეზოში, სპეციალურად ბავშვებისთვის მოწყობილ სივრცეში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და მრზუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა. მინისტრმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„ჩვენი უმთავრესი მოვალეობა თქვენზე, ჩვენს მომავალ თაობაზე ზრუნვაა. სუფთა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრება ყველა ადამიანის და მით უმეტეს, თქვენი უფლებაა. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, უკეთესი გავხადოთ. ვისურვებდი, რომ ბევრი თქვენგანი მომავალ პროფესიას სწორედ გარემოს დაცვის სფეროს დაუკავშირებს და განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს მის დაცვასა და სწორად განვითარებაში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ბავშვებისთვის გამართულ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო ვიქტორინაში და შემეცნებითი სახის გარემოსდაცვით თამაშებში. გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა პატარებს გარემოს დაცვის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს, ჩაუტარეს მასტერკლასი მცენარეთა დარგვისა და მოვლის წესების შესახებ. ბავშვებმა საკუთარი ხელით ხელით ჩარგეს მცენარეები ქოთნებში, ტომლებიც ღონისძიების ბოლოს საჩუქრად გადაეცათ.

ღონისძიების პარტნიორი კომპანიები „ბარამბო” და „ზედაზენი” საკუთარი პროდუქციით ნაყინითა და ლიმონათებით გაუმასპინძლდნენ პატარებს.

საჯარო განხილვები