ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

,,წყლის რესურსების მართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის საჯარო განხილვა კახეთში

,,წყლის რესურსების მართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის საჯარო განხილვა კახეთში

პროექტის EUWI+ (ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის) ფარგლებში, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, საჯარო დიალოგის ფორმატში „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და ალაზანი-იორის მდინარეთა აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგები განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, EUWI+ პროექტის მხარდაჭერით,  ხრამი-დებედასა და ალაზანი-იორის მდინარეების აუზების მართვის გეგმების შემუშავება დაიწყო.

საჯარო დიალოგის ფორმატში, ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ გამოეხატათ საკუთარი მოსაზრება, რათა მათი პოზიცია სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის დროს იქნას გათვალისწინებული. აღნიშნული შეხვედრები ასევე მიზნად ისახავს წყლის რესურსების მართვის პროცესის ახალ რეფორმაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მეტი ჩართულობის მნიშვნელობისა და როლის მკაფიოდ განსაზღვრას.

შეხვედრას ესწრებოდნენ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ენერგო-პრო ჯორჯიას რეგიონული სერვის ცენტრების წარმომადგენლები, “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის" პროექტის გუნდი, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

საჯარო განხილვები