გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა რიყის პარკში ევროპის დღის ფარგლებში გამართულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
ცენტრის წარმომადგენლები დაინტერესებულ საზოგადოებას ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდებზე ესაუბრნენ და სახალისო ექსპერიმენტის საშუალებით თავად შეამცირეს წარმოქმნილი ნარჩენი.
მწვანე სივრცეში, რომელიც ევროპის დღის ფარგლებში მოეწყო, გარემოს დაცვისა და ნარჩენების თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი სახალისო და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა.