ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება’’ წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში

,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება’’ წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგები გამართეს.  

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა. 

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში და კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის მხარეებში და ამჟამად პროცესი იმერეთსა და  სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობს. 

2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება. 

   

საჯარო განხილვები