გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს საქართველოს სასწავლო ცენტრ GLC-ის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეებს ცენტრის წარმომადგენლებმა პრაქტიკული სახის სემინარი გარემოს შემადგენელი ელემენტებისა და მათ შორის არსებული სხვადასხვა სახის კავშირის შესახებ ჩაუტარეს.
მოსწავლეებმა ინფორმაცია ცოცხალ ორგანიზმებს შორის არსებულ კვებით კავშირებსა და მათ საცხოვრებელ ჰაბიტატზე მიიღეს და თემასთან დაკავშირებულ თამაშებშიც ჩაერთნენ.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობასა და გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაციაზე რისთვისაც აქტიურად მართავს შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან სხვადასხვა გარემოსდაცვით თემაზე.