გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები 182-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. ლექციის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა: დედამიწის წარმოშობისა და გნვითარების ისტორია და პლანეტის თანამედროვე გამოწვევები. ლექციის დასასრულს მოსწავლეებმა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყანაში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, მსგავსი ტიპის შეხვედრებს სკოლის მოსწავლებთან შემდგომშიც გააგრძელებს.