გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სასტუმრო რუმსში “პროექტის “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მე-6 ეროვნული ანგარიშის შემუშავების ხელშეწყობის” ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
საქართველო ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას 1994 წელს შეუერთდა. სწორედ, კონვენციის 26-ე მუხლი ავადებულებს მხარეებს განსაზღვრული პერიოდულობით, მოამზადოს, ქვეყანაში კონვენციის დანერგვის მდგომარეობის ამსახველი ანგარიშები.
შეხვედრა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ გახსნა, მიზნად ისახავდა ანგარიშის მომზადების პროცესების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ინფორმირებას შემდგომი თანამშრომლობისთვის.
პროექტს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ახორციელებს. ის მიზანად ისახავს მაღალი ხარისხის, მონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშის შემუშავებას, რომელიც გააუმჯობესებს, ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესასრულებლად, ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების აიჩი მიზნების (Aichi Biodiversity Targets) მიღწევის ანგარიშგებას.