“დედამიწის საათის” კამპანიასთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა ლექცია თემაზე: “დედამიწის ისტორია, პროტოპლანეტიდან ლურჯ პლანეტამდე.”
ლექციის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა:
სამყაროს წარმოშობის ნებულარული თეორია
დედამიწისა და მთვარის წარმოშობის ისტორია
კონტინენტების ფორმირების ისტორია
დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარების ისტორია
პლანეტის თანამედროვე გამოწვევბსა და “დედამიწის საათის” კამპანიის მნიშვნელობაზე მოსწავლეებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენელი ესაუბრა.
“დედამიწის საათს” საქართველო 2007 წლიდან აღნიშნავს და წელსაც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებით, უერთდება მას.