გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები წყნეთში არსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეებსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
ახალგაზრდებმა ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ მოისმინეს ლექცია, აქტიურად იმსჯელეს ამ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემის აღმოფხვრის გზებზე და სამომავლოდ წყნეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ დაგეგმილი გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებაც ისაუბრეს.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სისტემატურად ატარებს ლექციებს სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე, რომლის მიზანია, დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღოს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.