გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოასწავლეებს შეხვდა და საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ესაუბრა.
ლექციის მსვლელობისას მოსწავლეები დაცულ ტერიტორიების მნიშვნელობას, კატეგორიებსა და თითოეულ კატეგორიაში დაშვებულ და აკრძალულ საქმიანობებს გაეცნენ. ასევე ინფორმაცია მიიღეს დაცულ ტერიტორიებში არსებული ბიომრავალფეროვნების და მათი მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე ლექციებს, რომლის მიზანია დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღოს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.