გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს „თბილისის საერთაშორისო სკოლის” მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ მოისმინეს ლექცია და იმსჯელეს ამ სფეროში არსებული გამოწვევებისა და პრობლემის აღმოფხვრის გზებზე.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სისტემატურად ატარებს ლექციებს სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე, რომლის მიზანია,დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღოს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.