ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ეკო-გრანტების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

ეკო-გრანტების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ეკო-გრანტების პროგრამის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ის და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს CTC გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც მიმართულია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებაზე.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება ქალთა ორგანიზაციის - ქალები ქვეყნის მომავლისთვის პროექტი „ ენერგიის ალტერნატიული წყაროები ( ნეტო აღრიცხვა ) და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე გაამახვილა. აღნიშნა, რომ ქალთა ჩართულობა მსგავსი სახის კონკურსებში ძალიან მნიშვნელოვანია.

პროგრამა ორ ეტაპიანია და პირველ ეტაპზე საგრანტო კონკურსის ფარგლებში 3 პროექტი დაფინანსდა, რომლებიც წარმატებით ხორციელდება. კონკურსის მეორე ეტაპზე 4 გამარჯვებული ორგანიზაცია გამოვლინდა:

-შავი ზღვის ეკო-აკადემია - პროექტისთვის “მდგრადი შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა აჭარის ეროვნული პარკების მხარდამჭერი ზონების თემებისთვის ეკო-ტურიზმის განვითარების გზით” ;

-მწვანე რეგიონები - პროექტისთვის ”ზემო იმერეთის მთის ტყეების შენარჩუნება  და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები”; 

-სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ნაკრესი - პროექტისთვის “ტყის მრავალფუნქციური გამოყენების დანერგვა და პოპულარიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში”;

-ქალები ქვეყნის მომავლისთვის - პროექტისთვის “ენერგიის ალტერნატიული წყაროები (ნეტო აღრიცხვა) და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე”.

ღონისძიებას ესწრებოდნენ BP-ის აღმასრულებელი დირექტორი გია ღვალაძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, კონკურსში მონაწილე და გამარჯვებული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. 

   

საჯარო განხილვები