ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

 სურსათის ინსპექტირების ტრენინგი

სურსათის ინსპექტირების ტრენინგი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სურსათის უვნებლობისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო ექსპერტმა ფრედერიკ მენსმა გამართა ტრენინგი თემაზე:  „რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის პრინციპები და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP)“.

ტრენინგზე განხილული იქნა ასევე ჰიგიენის კარგი პრაქტიკის : (GHP) სანიმუშო წარმოების პრაქტიკის, (GMP) მიკვლევადობის საკითხები და HACCP-ის სისტემის დანერგვის პრაქტიკული მაგალითები სხვადასხვა კატეგორიის სურსათის წარმოებისთვის.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა აქტიური დისკუსია. ღონისძიებას ესწრებოდნენ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური და რეგიონალური სამმართველოების ინსპექტორები, სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები და ბიზნესოპერატორები.

ტრენინგი განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის რეგიონალური ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის - „სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვში საერთაშორისო სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაძლიერება ცენტრალური აზიის რეგიონის თანამშრომლობის (CARE) ქვეყნებში“ - ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით.

პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოში სურსათის უვნებლობის სისტემის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისათვის.


     

საჯარო განხილვები