სამრეწველო დაბინძურებისა და სამრეწველო საფრთხეების სფეროში ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა ტრენინგები თემაზე - ინტეგრირებული ნებართვის დაწერა ემისიების კონტროლის დირექტივის შესაბამისად.
ტრენინგები ჩაუტარდათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც შესაბამისი კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ პაუსხისმგებელნი იქნებიან ინტეგრირებული ნებართვის გაცემაზე.
ტრენინგები 2018 წლიდან მიმდინარეობს და მისი მიზანია სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოების გზით.